სედანის რეცხვა Car21-ში ხარისხიანი მოვლა თქვენი ავტომობილისთვის
სედანი მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას – მისი ფორმა, საღებავის ტიპი და დეტალები საჭიროებს ზუსტ და პროფესიონალურ დამუშავებას. Car21-ში სედანის სრულ სამრეცხაო სერვისს გთავაზობთ 3 თანამედროვედ აღჭურვილი ბოქსით, სადაც თქვენი ავტომობილი მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად დამუშავდება.
ჩვენი გუნდი ზრუნავს არა მხოლოდ ავტომობილის გარეგნულ იერსახეზე, არამედ მის საერთო მდგომარეობაზეც – სალონის სისუფთავიდან დაწყებული, დეტალურ დამუშავებამდე. სამრეცხაო მდებარეობს ვარკეთილში, ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯავახეთის ქუჩა #5ა), რაც მას მოსახერხებელს ხდის რაიონის მაცხოვრებლებისთვის და გამვლელი ტრანსპორტისთვისაც.
რას მოიცავს სედანის რეცხვის სერვისი:
- ავტომობილის გარე ხელით რეცხვა, სპეციალური საშუალებებით
- გუმბათების, ზღურბლების და ძნელად მისადგომი ადგილების დამუშავება
- საბურავებისა და დისკების გაწმენდა
- სალონის მტვერსასრუტით დამუშავება
- შუშების გარეცხვა-გაპრიალება
- ტორპედოს და პლასტმასის ელემენტების დამუშავება
დამატებითი სერვისები (სურვილისამებრ):
რეცხვის პარალელურად შეგიძლიათ ისარგებლოთ ქიმწმენდით, ფარების პოლირებით და სხვა დამატებითი სერვისებით – ერთ ადგილას, ლოდინის გარეშე.
ბონუსი: ყოველი მომსახურებისას უფასოდ გთავაზობთ საბურავების დაბერვას საჭირო წნევამდე.
ლოდინის დროს ისარგებლეთ კომფორტული გარემოთი – გვერდით მდებარეობს დრაივი, სადაც შეგიძლიათ მოსვენებით დაელოდოთ პროცესის დასრულებას.
- მისამართი: ჯავახეთის ქუჩა #5ა, ვარკეთილი (ხიდების მიმდებარედ)
- ბოქსების რაოდენობა: 3
- საშუალო დრო: 10წთ
- ფასი: 30₾

